ქართული ოცნების დეპუტატს, რევაზ არველაძეს არ სჯერა, რომ საქართველოში ბავშვები შიმშილობენ. მისი თქმით, თუ ვინმე შიმშილობს, ,,ესე იგი ოპოზიციამ აშიმშილა ძველიდან მოყოლებული”.
დეპუტატის მიერ 2019 წელს შევსებულ დეკლარაციაში ვკითხულობთ რომ მის საკუთრებაშია:
- $270 000 ღირებულების ბინა აბაშიძის ქუჩაზე, 145 კვ.მ . – ბინის 50%-იანი წილის მფლობელი რევაზ არველაძეა, ხოლო თანამესაკუთრე დავით არველაძე. შეძენილია 2016 წელს;
- საცხოვრებელი სახლი ახმეტაში, 212 კვ.მ. – სახლი არველაძემ მემკვიდრეობით მიიღო;
- არასაცხოვრებელი ფართი აბაშიძეზე, 10 კვ.მ. – შეძენილია 2016 წელს. თანამესაკუთრე დავით არველაძეა;
- მიწის ნაკვეთი ახმეტაში 1200 კვ.მ – მემკვიდრეობით მიიღო;
- მიწის ნაკვეთი თბილისის ზღვის მიმდებარედ 1500 კვ.მ – მიიღო მიწის განაწილებით;
- მიწის ნაკვეთი თბილისის ზღვის მიმდებარედ 900 კვ.მ – მიიღო მიწის განაწილებით .
გარდა ამისა, დეპუტატი ფლობს Toyota Land Cruiser Prado 2014-ს, ავტომობილი 2015 წელს 54000 დოლარადაა შეძენილი. ასევე, ჰყავს Mercedes ML 320 , რომელიც 2008 წელს 15 ათას დოლარად იყიდა.
არველაძემ 2019 წელს შეიძინა ფასიანი ქაღალდიც, რომლის ნომინალია 127 000 USD.
დეპუტატმა წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ხელფასის სახით მიიღო 50 344 ლარი.
კომენტარები