83 წლის მსახიობი, მედეა ლორთქიფანიძე okmagazine-თან ამბობს:
„მანანა ბებო 73 წლის ასაკში გავხდი. მანამდე ფილმებში და სპექტაკლებში ვმონაწილეობდი, მაგრამ მაინც − „მანანა ბებო“ მეტად მიიღო და შეიყვარა ხალხმა. საერთოდ არ მიჭირს დაძაბულ სამუშაო გრაფიკთან შეგუება. პირიქით − ჩემი გაჩერება არ შეიძლება.
ყველას ვეტყვი − ასაკს ნუ შეუშინდებიან. ისე შემომეპარა 83 წელი, საერთოდ ვერ გავიგე. წლოვანებას არ აქვს მნიშვნელობა. თუ შენ გული სუფთა გაქვს და მეგობრობა შეგიძლია, არაფრის უნდა გეშინოდეს. მე რომ არ ვიმუშაო, შეიძლება გავგიჟდე. როგორც კი ვჩერდები, საშინლად დაბნეული ვხდები, ვერაფერს ვაკეთებ. ვერ წარმომიდგენია, რომ ვინმეს არ უნდოდეს მუშაობა და განვითარება.
თუ ბოროტი და შურიანია ადამიანი, ვერცერთ ასაკში ვერ იქნება წარმატებული. მუდამ ვამბობ: მთავარია, სუფთა გული გქონდეს”
კომენტარები