პარტია ხალხისთვის ლიდერის, ანა დოლიძის მძღოლს გუშინ საღამოს თავს დაესხნენ. 60 წლამდე ასაკის მოქალაქეს, ორთაჭალაში, ახალგაზრდა ადამიანების ჯგუფმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ანა დოლიძე:
“გუშინ საღამოს, ორთაჭალაში ახალგაზრდების ჯგუფი თავს დაესხა ჩემს მძღოლს, ასაკოვან ადამიანს, მშვიდობიან მოქალაქეს, რომელიც სურსათით ბრუნდებოდა ჩვენს მანქანასთან. მას დახვდა ჯგუფი, რომელიც ჯერ აზიანებდა მანქანას. მას შემდეგ რაც ბატონი ვალერი ჩაერია მობრუნდნენ და აგრესია გადაიტანეს მასზე და მთელი ჯგუფი ურტყამდა.
რამდენჯერაც თავს დაგვესხნენ არავინ მიცემულა პასუხისგებაში, არის დაუსჯელობის სინდრომი, იმიტომ რომ არსებობს ვარაუდი, რომ ხელისუფლებას ეს შპანა სჭირდება სათავისო მიზნებისთვის […] მე პირადად არ მივუთითებ პოლიტიკურ მოტივზე… ოღონდ ეს იგივე ხალხია ვინც საარჩევნო უბნებთან დგას, ქუჩის გაერთიანებები ვინც ატერორებს ხალხს”.
კომენტარები