tayga.info ავრცელებს რუსეთის ქალაქების მაღაზიებიდან ცარიელი დახლების ფოტოებს და წერს:
ნოვოსიბირსკში მდებარე “Ашан” ჰიპერმარკეტში და ირკუტსკის “”Лента”-ში ცარიელი დახლებია. მკითხველი გვატყობინებს, რომ 8 მარტს ასე დახვდათ ჰიპერმარკეტი «Ашан». მაღაზიათა ნაწილი აღნიშნულს გადამყიდველების მომრავლებს აბრალებს.
გამოცემა, იშველიებს კიდევ ერთი გამოცემის მასალას.
„გახშირდა შემთხვევები, როდესაც ვიზიტორები ყიდულობენ აშკარად მეტ საქონელს, ვიდრე სჭირდებათ, შემდგომში სხვა არხებით იყიდება ეს საქონელი მაღაზიის ფასებზე მნიშვნელოვნად მაღალი ფასებით. ამავდროულად, ქსელის მომხმარებლებმა შეიძლება განიცადონ მათთვის საჭირო პროდუქტების დროებითი ნაკლებობა“, – განმარტავენ “ლენტას” პრესსამსახურში.
კომპანიაში აცხადებენ, რომ მაღაზიებსა და სადისტრიბუციო ცენტრებში საქონლის მიწოდება „მიმდინარეობს რეგულარულად და სტაბილურად დაგეგმილი მოცულობების შესაბამისად“.
6 მარტს “ლენტამ” შემოიღო საქონლის ერთ ადამიანზე მიყიდვის ლიმიტი – ლიმიტირებულია მარცვლეულის, ჩაის, ყავის, შაქრის, ფქვილის, სანელებლების, სოუსების, ხორცისა და თევზის კონსერვების, ზეთების, კოსმეტიკას, სარეცხი საშუალებების, ტუალეტის ქაღალდების, ბავშვის საფენების შეძენა.
კომენტარები