,,ქართული მარშის” ლიდერი, სანდრო ბრეგაძე:
,,ასე იქცეოდნენ ნამდვილი კაცები – ასეთი დიდი კაცი იყო ზვიად გამსახურდია ‼️
1977 წელს, დაპატიმრებამდე ცოტა ხნით ადრე ზვიად გამსახურდია გარიცხეს მწერალთა კავშირიდან ‼️
მაშინ ანა კალანდაძესაც აიძულეს მოეწერა ზვიადის მწერალთა კავშირიდან გარიცხვის საშინელ ოქმზე ხელი .
ზვიად გამსახურდია 1979 წლის მიწურულს დაბრუნდა თბილისში კოჩუბეის გადასახლებიდან ‼️
ანა კალანდაძის მოგონებაში ვკითხულობთ:
“იმ უბედური დღის მერე აღარც მინახავს ზვიადი.
მერე გადაასახლეს.
დრო ხომ იცი, როგორ გარბის.
ერთხელ მივდივარ რუსთაველზე.
ძეგლები რომ იდგა მთავრობის სახლის წინ, ზუსტად იმ ადგილზე, და ვხედავ მოდის ზვიადი პირდაპირ ჩემსკენ.
რომც გინდოდეს, გვერდს ვერ აუქცევ.
ვფიქრობ, რა ვქნა, რით დავიწყო.
მომიახლოვდა.
დავიბენი – ზვიად იცი, ზვიად, და არ ვიცი რა უნდა ვთქვა, როგორ უნდა გამოვხატო ჩემი მაშინდელი თუ ამწუთიერი განცდები
და არ მაცლის, ჩამიხუტა, მიმიკრა მკერდზე, მომიჭირა ხელები და მეუბნება:
– ქალბატონო ანა, რკინის მკვნეტელ კაცებს ტეხდნენ კომუნისტები.
არ იფიქროთ მაგაზე, არ ყოფილა, ეგ არაფერია, არ იფიქროთ მაგაზე.
– მე ასე იოლად არ ვტირი, მასთან მაინც შევიკავე თავი, მოვედი სახლში და ვიტირე.”
კომენტარები