გარდაცვლილი ია კერძაიას შვილი, ბაჩანა შენგელია:
დაიწყო ზუგდიდში სკოლის დირექტორების და პედაგოგების ტერორის მორიგი ტალღა!
უკვე იბარებენ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებს და თვითმმართველობის არჩევნებზე აქტიურობის სანაცვლოდ პირდებიან დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნას 6 წლით, წინააღმდეგ შემთხვევაში გათავისუფლებით ემუქრებიან.
ჯერ კიდევ შარშან ვთხოვდი ოპოზიციას, რომ მიექციათ ყურადღება, ახლა უკვე საპარლამენტო ბერკეტის გამოყენებას ვითხოვ და ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენებას! ასე ყალბდება არჩევნები და არა უშალოდ არჩევნების დღეს, ეს წესით ოპოზიციას უნდა ესმოდეს!
გასაგებია, ხელისუფლება კრიმინალებისგან შედგება, მაგრამ განათლების სისტემა დასაცავია და ეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ, სანამ დროა და სანამ მორიგი ადამიანის სიცოცხლე არ შეუწირიათ.”
კომენტარები