ჩემს ინტერვიუს ვკითხულობდი და ამოაგდო ლელას ირგვლივ რაც იწერება და ჩავყევი.საბოლოო წერტილი დამისვა ვინმე მერაბ მეტრეველმა რომ სასტიკ უგემოვნობას მღერის ლელა.და ქვემოთ ჩემი მოგვარეც ვინმე იაგო და პროფესორი საზოგადოება განიხილავს თუ ეს რა მარაზმი დავწერე.კარგია კარგიი მიაწექით ძლივს არ მომეცა ცხოვრების მოტივაცია?!ასე ყველაფერში გემოვნებიანები და პროფე-სირები რა დედებმა გშობათ კეთილი შურით მშურსდიდი ბოდიში რომ თქვენს სულებს ვერ ჩავწვდით და ვერ დაგიამეთთუ მომწერთ რა სულიერი პრობლემები გაქვთ თქვენც დაგიწერთ ოღონდ გემოვნებიანს.
ცნობისთვის, ლელა წურწუმიას სიმღერის „აღარ მინდა მე შენთან“ ავტორი, მაიკო კაჭკაჭიშვილია, რომელმაც ლელა წურწუმიასთვის ზუსტად 20 წლის წინ „ღამის სიჩუმე გაფანტე“ დაწერა, მიიჩნევს, რომ ლელას ახალი ნამუშევარი შედგა და მასაც აქვს გაჰიტების პოტენციალი.
მაიკო კაჭკაჭიშვილი, გამოცემა ფორტუნასთან, კლიპზე და მასზე გამოხმაურებაზე საუბრისას, ამბობს:
“როგორც კი ლელა დავინახე პირველივე კადრში საცურაო კოსტიუმში თუ ბოდეში, ზუსტად ვიცოდი, რა ამბავიც ატყდებოდა. ვიცნობ ჩვენს ხალხს – როცა თვალი მიჩვეული არ აქვთ და იმას აჩვენებ, შოკში ვარდებიან. ზუსტად ვიცოდი, რომ ამ, კოსტიუმზე ერთი ამბავი ატყდებოდა. ძალიან მომეწონა ზაზა ორაშვილის და ლელას გადაწყვეტილება – ზუსტად ისე გააკეთეს, როგორც საჭირო იყო. არ აქვს მნიშვნელობა, კარგს იტყვიან თუ ცუდს, ყველაფერი მაინც სიმღერის და კლიპის პოპულარობაზე მეტყველებს. ისიც ვიცით, რომ ანტიპიარიც პიარია. არ მწყინს არაფერი. გამოხმაურება მიხარია…”
კომენტარები