“ტვ პირველის” ჟურნალისტი, მაკა ჩიხლაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
რა შეუძლია ჟურნალისტს? მაქსიმუმ კითხვის დასმა ხო? როცა ამ შესაძლებლობას დაცვის სამსახური გართმევს, ხელით გაკავებს, ფიზიკურად გეხება და დედაქალაქის მერი მაინც შენ გეუბნება რომ უზრდელი ხარ.
პრესამსახური კი არგუმენტად გპასუხობს, რომ იიი ნანახი გვაქვს თქვენი სიუჟეტები და ნუ გიკვირსო.
თქვენი ,,ზრდილობის” ამსახველ ვიდეოებს ერთად აგიკინძავთ, რომ გადახედოთ და მიხვდეთ რა არის უზრდელობა სინამდვილეში…
მარტო ჩემთან საჭიდაოდ ამდენი კუნთმაგარიც არ არის საჭირო, ცოტა მოდუნდით.
P.s. ცალკე თემაა, ყველა მედია რომ მიდის და მხოლოდ პოსტივი რომ რჩება ამ ჭიდაობის გადასაღებად…”
კომენტარები