“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, რუსუდან ცირეკიძე:
“მოიცათ ახლა, კარგად დაფიქრდით ამ კამპანიის დამგეგმავები.
თან ამბობთ ვანო მერაბიშვილი და კეზერაშვილი რა შუაშია, შიდა დემოკრატიისთვის ვიღწვითო და წამდაუწუმ მხვდება სტატუსები- ხან კეზერაშვილს აქებთ, ხან ვანოს.
ახლახანს წავიკითხე- გინდათ თუ არა ვანო მერაბიშვილი დაბრუნდეს ენმ-შიო?
იქ ხალხი ვნახე, კიო რომ წერენ, მიშას ავატარები რომ აქვთ და რომ ჰკითხო მხოლოდ მიშას სიცოცხლე აინტერესებთ. რას ერჩით ამ ადამიანებს რატომ ურევთ ასე ტვინს..
მეგობრებო, ვინც ასეთ სტატუსებზე “კი” “კი”- ს წერაში ირჯებით, მინდა გითხრათ, რომ კოგნიტიური დისონანსი ჰქვია ამას ზრდილობიანად ( და ისე რა ჰქვია სინამდვილეში, მაგას მოგვიანებით მოგახსენებთ)
1. მიხეილ სააკაშვილმა მკაფიოდ თქვა- ვანო უნდა წავიდეს სახლში დაისვენოსო!
2. თუ ვანო მერაბიშვილი და კეზერაშვილი გინდოდათ თქვე დალოცვილებო, 2016 ში ვერ წაჰყევით ევსაქებს?
ისინიც უფრო ყოჩაღად იქნებოდნენ და ჩვენც აღარ შემოგგვჩრიდით ცხვირში წარსულის აჩრდილებს..
საერთოდ ფიქრობთ?
თუ ჩამძახე- ამომძახეს რეჟიმზე გადახვედით საბოლოოდ, ქოცებივით.
საერთოდ ვეღარაფერს ხვდებით?
რაში გითრევენ ნელ- ნელა ორი წელია უკვე?
P.S.
მეცინება საკუთარ თავზე…
იმდენად დიდი ხანია და იმდენად კარგად ვიცნობ ამ სივრცეს, რომ ერთ ერთი პირველი ვხვდები ტენდენციებს.
აგერ ამ სტატუსზე კომენტარებიც ამას ადასტურებს.
თავიდან კატეგორიულად – აპაპაპა რა კეზერაშვილი, რა ვანო, რა შუაში არიანო..
მერე უფრო მორცხვად…
მერე, რა მოხდა ,კი არ ვმალავთ, ურთიერთობა გვაქვს და ვმეგობრობთო..
და ახლა უკვე სხვა ტიპის კამპანიაა- არაფორმალურად მაინც დავაბრუნოთო, რას ერჩით, რა დააშავესო..
ჩამოგითვალოთ?
მარტო თარიღებს გეტყვით
2012, 2013, 2016
თქვენ ის ხალხი არ ხართ, ენმ რეიტინგი დაეცაო დღე და ღამე რომ მოთქვამთ?
ჰოდა ითვალეთ რეიტინგები და ხმები, მერაბიშვილს და კეზერაშვილს თუ გადააბარებთ ამ პარტიას.
ედიკა აღვადგინოთ მკვდრეთით, დიდი პოლიტიკოსი..
რა დროს ვანო და კეზერაშვილია ხალხო. აკი განახლება და ახალი სახეებიო?
წადით იკითხეთ ქუჩაში, თქვენს შვილებს ჰკითხეთ, უნდათ?
…
ა ბატონო. რაზე ვწერდი წინა სტატუსში?
ასე, შე კაცო, ბატონო ვანო, გამოდი კულისებიდან
განახლებაო, ცვლილებებიო, ახალი სახეებიო .. ესაა ახალი სახეები?”
კომენტარები