“ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, განაცხადა:
“ასეთი სისულელე თქვა უგულავამ – გაერთიანდნენ ყველა ერთი ქოლგის ქვეშო? – მე ასეთი სისულელე არ წამიკითხავს. მე არ მგონია, უგულავას ეგეთი რამე ეთქვას. ჩვენ ვართ “ლელო საქართველოსთვის”, არანაირი ქოლგის ქვეშ გაერთიანებას არ ვაპირებთ, არც გვქონია მიზანი, მგონი, თქვენ (ჟურნალისტები) კარგად არ გაეცანით (უგულავას განცხადებას), ჰკითხეთ ავტორს. ოპოზიციური პარტიების ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანება, რასაც თქვენ ამბობთ, ეს არის სისულელე, თქვენ როგორც ამბობთ და სწორია, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას ჰქონდეს თავის ხედვა, სამოქმედო გეგმა, თავის მხარდამჭერები უნდა გაზარდოს მაქსიმალურად, ეს არის სწორი”
კომენტარები