ფრანგი მწერლი, მიშელ უელბეკის ესე, რომელიც საფრანგეთის საზოგადოებრივი რადიოსთვის დაწერა:
„ერთი წუთითაც არ მჯერა მოსაზრებების, რომ თითქოს „სამყარო ისეთი აღარ იქნება როგორიც აქამდე იყო.
მწერალი კორონავირუსს ბანალურს უწოდებს – „ის სქესობრივი გზითაც კი არ გადადის“.
თუმცა მისი გაფრთხილებით, თვითდისტანცირება და „პანდემიით გამოწვეული სახლიდან მუშაობა“ დააჩქარებს ტექნოლოგიით გამოწვეულ იზოლაციასა და ადამიანების გახლეჩას.
ავტორის აზრით, ვირუსი დიდებული საბაბია „გაცვეთილი ადამიანური ურთიერთობების“ საკითხის წინ წამოწევისთვის.
უელბეკმა მასხრად აიგდო ის მწერლები, რომლებმაც ეს პერიოდი თავის 2005 წლის რომანს, „კუნძულის შესაძლებლობას“ შეადარა, რომელშიც ადამიანის მოდგმა უკანასკნელ დღეებს ითვლის.
„დასავლეთს მარადიული, ღვთისგან მონიჭებული უფლება არ აქვს, რომ სამყაროს ყველაზე მდიდარი და განვითარებული ზონა იყოს სამყაროში“.
უელბეკმა ასევე დასცინა ფრანგული ლიტერატურის ვარსკვლავებს, რომლებიც კრიზისზე „მჭერმეტყველებდნენ თავიანთი ზღვისპირა თუ სოფლის თავშესაფრებიდან“. თუმცა მანაც დაიჩივლა, რომ თავისი სახლიდან ერთ კილომეტრზე შორს ვერ მიდის სასეირნოდ საფრანგეთის მკაცრი საკარანტინე შეზღუდვების გამო.
„მწერალს სიარული სჭირდება“, – ამბობს უელბეკი.
„გამოსახულებებითა და ფიქრებით დაგროვილი ნერვული დაძაბულობა არ გაქრება და არსებობას გააგრძელებს მწერლის საბრალო თავში, რომელიც თუ შეშლილი არა, გულფიცხი მაინც გახდება“.
როგორც France 24 წერს, 64 წლის უელბეკმა თავისი სარკასტული აზრები ხანდაზმული ადამიანების ბედისწერაზე სასაუბროდ შემოინახა, რომლებიც მზუნველობის სახლებში პანდემიის პერიოდში იღუპებიან.
„ასე უდარდელად არასდროს აუხსნიათ, რომ ყველა ადამიანის სიცოცხლეს ერთნაირი ფასი არ აქვს. 70, 75, 80 წლის ასაკიდან თითქოს ისედაც მკვდრები ვიყოთ“,- ამბობს მწერალი.
კომენტარები