ჟურნალისტი ბექა ყორშია სოციალურ ქსელში წერს:
,,
რესტორანში ვართ. გვერდზე არაბები სხედან ტრადიციული სამოსით, კაცები შავ დიშდაშაში ქალები კიდე – ნიკააბში. ჩემ წინ მაგიდაზე რუსები ყრიან. ერთ-ერთი მოსაწევად იყო გასული და რომ მობრუნდა, ხმამაღლა ჩაილაპარაკა
– ეს არაბები სულ მაშინებდნენ… – მეორემ სიცილით დაამატა:
– მეც სულ მგონია, რომ უნდა აგვაფეთქონ…
მე მეტი რა მინდოდა. ამ არაბებს გადავძახე, გაგიმარჯოთ, ძმებო, შემახსენეთ ერაყის დროშაზე რა წერია-მეთქი ? ალლაჰ აქბარ წერიაო. არ მესმის, უფრო ხმამაღლა-მეთქი. ალლაჰ აქბარო. როგორ-მეთქი ? რა ვერ გაიგე, ალლაჰ აქბარ წერია მაგათ დროშაზეო!
ასე ვაძახებინე “ალლაჰ აქბარ” კაი ხანს. რუსები სხედან ჩაჯმულები. ძალიან სასიამოვნო გარემოა ❤️”
კომენტარები