აქციის მონაწილეები უკუსვლით მიემართებიან მელიქიშვილის გამზირისკენ და მათ პირისპირ მიჰყვებიან პოლიციელები. როგორც ისინი აცხადებენ, ჯერ არ იციან, სადამდე უნდა სდიონ აქციის მონაწილეებს. ელენე ხოშტარია კი აცხადებს, რომ ისინი გაჩერებას არ აპირებენ, ასე ივლიან და პოლიციისგან განსხვავებით, ნერვები არ უმტყუნებთ.
განახლება: მელიქიშვილზე პოლიცია შეჩერდა და აქციის მონაწილეებს გამოუცხადა, რომ მათი რაოდენობა საკმარისია ამ ქუჩის გადასაკეტად და შეუძლიათ საავტომობილო გზა ჩაკეტილი ჰქონდეთ. თავად კი ტერიტორიას ნელ-ნელა ტოვებენ.
კომენტარები