ჟურნალისტი, ანალიტიკოსი, არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში, წერს:
“მარხვაში მყოფებს ხშირად ურჩევენ, რომ თუ სტუმრად არიან, სადაც მასპინძელს არ აქვს სამარხო ტრაპეზი, მიიღოს თუნდაც არასამარხო, რომ მასპინძელი უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააყენოს, რადგან ქრისტიანული ცხოვრების მთავარი არსია, სხვაზე მეტად იზრუნო, ვიდრე საკუთარ თავზე, სწორედ სხვაზე ზრუნვა დაგეხმარება ცხონებაში. ასეა ზიარებაშიც, თუ შენი სულისა და ხპრცის მაზიარებლობა სხვისი შიშისა და პანიკის საფუძველი გახდება, სხვაზე ზრუნვა სწორედ ზეციური ზიარების ტოლფასი ხდება და არა მხოლოდ მიწიერის.
ნებისმიერი კურთხევის დარღვევაც კი მადლად ითვლება თუ სხვაზე ზრუნვის მოტივითაა განპირობებული. ასე მასწავლიდა ჩემი მოძღვარი მონასტერში ცხოვრების დროს.
როდესაც ხედავ რომ თუნდაც უფრო მცირედ მორწმუნეს ან ურწმუნოს ასეთი ეპიდემიების დროს ეშინია შენი ზიარების შემდეგ თუნდაც თავად იკურნო, მაგრამ მატარებელი გახდე ვირუსის, რომელიც შეიძლება თავად არ დაგემართოს, სამაგიეროდ სხვას გადასდო, ასეთ დროს მეტი ქრისტიანი ისაა, ვინც სხვაზე ზრუნავს და თუნდაც დროებით ამბობს უარს ზიარებაზე, რომ სხვებს მოუპოვოს სიმშვიდე.
იმედი მაქვს, სინოდის წევრები გაითვალისწინებენ იმას, რაც მათ ბევრად უკეთ იციან და მიიღებენ ისეთ დროებით გადაწყვეტილებებს სარწმუნოებრუვ ცხოვრებაში, რაც საზოგადოებაში სიმშვიდეს უფრო მოიტანს ვიდრე დამატებით შფოთსა და შიშს.”
კომენტარები