მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, მოუწოდებს ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის უფლება დაიცვას და ამბობს:
“იმის მიუხედავად, ადამიანი დამნაშავეა, თუ არა, მისი წამება აკრძალულია. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილს სასჯელი უნდა გადაუვადდეს, ასეთი რამე მე, როგორც პრეზიდენტს, ბევრჯერ გამიკეთებია ადამიანებზე, ვისზეც არ მქონდა ეჭვი, რომ ისინი უდანაშაულო არიან.
ეს იყო პროცედურა, როცა მე ვიღებდი ექიმების კომპეტენტურ დასკვნებს იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ადამიანების ციხეში ყოფნა იყო წამება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.
ასეთ გადაწყვეტილებებს მარტივად ვიღებდი.
სააკაშვილთან დაკავშირებით შინაარსი კიდევ უფრო ღრმა არის. აქ მარტო იმაზე არ არის საუბარი, რომ ციხეში მისი ყოფნა წამებაა, აქ იმაზეა საუბარი, რომ ციხეში ყოფნით მისი მოკვდინების პროცესი მიმდინარეობს.
ჩვენ უკვე ვართ ქვეყანა, რომერლმაც მის პირველ პრეზიდენტს ძალადობრივად დაასრულებინა სიცოცხლე. ეს უკვე ჩვენი ბიოგრაფიაა. თუ ეს გახდება ჩვენი სტილი, იმაზე კი არ ვდარდობ, დასავლეთი ამაზე რას იფიქრებს, არამედ, იმაზე ვდარდობ, ჩვენ რას ვიფიქრებთ, ჩვენი შთამომავლობა რას იფიქრებს.”
კომენტარები