გახარიას პარტიის წევრი, ნათია მეზვრიშვილი ყაველაშვილის მიერ 613 პატიმრის შეწყალებაზე:
,,რაც უნდა გენიოსზე ვსაუბრობდეთ, პრაქტიკულად წარმოუდგენელია 613 მსჯავრდებულის ინდივიდუალური საქმე და შეწყალების რისკები 20 დღეში შეისწავლო. მითუმეტეს, ვსაუბრობთ საბაზისო განათლების არმქონე დე ფაქტო პრეზიდენტზე.
არ შეიძლება ამ მასშტაბის შეწყალება კრიმინალის მდგომარეობის და რეციდივის ანალიზის გარეშე. ამნისტიაზეც ვითხოვდით ანალიზის წარმოდგენას და რა თქმა უნდა, ვერ წარმოადგინეს.
ასეთ შეწყალებას ქვეყანაში, სადაც რეჟიმის „ბეზპრიძელია“ და ქუჩაში არაფორმალი ნიღბიანები დარბიან, ერთადერთი მიზანი აქვს: რეპრესიებისთვის საჭირო სამუშაო ძალის დამატება.
ეს არის შეწყალება კრიმინალურ ფორმირებად გარდაქმნილი სუს-ის რეკომენდაციით.
რეჟიმი ისევ დაიწყებს საუბარს ჰუმანურობაზე და შეეცდება ეს შეწყალება ნათლისღების დღესასწაულით შეფუთოს. მაგრამ ხომ შეუძლებელია იმ რეჟიმის ჰუმანურობის და რწმენის გჯეროდეს, რომელმაც ასეულობით ადამიანი უსასტიკესად აწამა და უდანაშაულო, საუკეთესო მოქალაქეები ციხეში გამოკეტა.“
კომენტარები