“ქართული მარშის” ლიდერი, სანდრო ბრეგაძე:
“— ვეღარ უძლებს ხალხი უსამართლობას და გაჭირვებას – ყველა ქვეყნიდან გარბის
— მიმოვიხედე გარშემო და ახლობელ-ნათესავების ნახევარი უკვე წასულია, მეორე ნახევარი ჩემოდნებზე ზის
— გადავხედე და ახალგაზრდა აღარ დარჩა ჩვენს გარშემო – ზოგი გერმანიაშია, ზოგი ბელგიაში, ზოგი ამერიკაში, ზოგი საფრანგეთში, ზოგი კვიპროსში, ზოგი იტალიაში და ასე შემდეგ
— მე მაინც არ ვიცოდე – ყველა სახელმწიფო ტენდერი ფიქციაა (წინასწარ არის გამარჯვებული ცნობილი) , ყველა უწყებაში გამოცხადებული კონკურსი “ სიაფანდია” (მოიგებს ის ვისაც ჩაწყობილი აქვს) – სულ რომ აინშტაინი ან სპინოზა იყო კარგ სამსახურს ვერ იშოვი
— ამიტომაც მიდის და მიდის ახალი თაობა ემიგრაციაში – ქართული სისხლისგან, გენისგან, ჯიშისგან იცლება ჩვენი სამშობლო
— გაძარცვეს, გაყვლიფეს, გაქურდეს ქვეყანა, საარსებო წყარო არ დაუტოვეს ხალხს, ყველანაირი პერსპექტივა მოუსპეს ახალგაზრდებს
— ყველა შენობა თავის ოჯახზე გადაიფორმეს, ყველა ბიზნესი მიითვისეს, ყველა მიწა დაისაკუთრეს – ვეღარ გაძღნენ, შევარდნაძის დროიდან დაიწყეს და დღემდე ხრავენ საქართველოს
— ნაძარცვი ფულით მიკროსაფინანსოები, სამევახშეო კანტორები გახსნეს – მთელი საქართველო “ დაილომბარდეს “ , ნახევარი პარლამენტი მევახშეობითაა დაკავებული – წურბელებივით სისხლს წოვენ გაუბედურებულ ხალხს
— თავიანთი უსაქმური და პარაზიტი შვილებისთვის უნდათ ყველაფერი, ლამისაა მთელი ქვეყანა გადაუფორმონ ფეოდალიზმი დააბრუნონ და ოფიციალური მოურავები, მოჯამაგირეები და ყმები დაიყენონ
— ასეთი ძარცვა , ასეთი ქურდობა , ასეთი სიხარბე არც გამიგია. უბრალო ჯიხურს ვერ დადგამ თუ “ ძლიერთა ამა ქვეყნისა” ე.წ. კრიშა არ გაქვს
— ცალკე საკითხი უსამართლობაა.არ მოეწონება შენი საქციელი, გაგიჩალიჩებს, ან იარაღს და ან ნარკოტიკს აღმოგიჩენენ მანქანაში – მურუსიძე ჩაქუჩს დაარტყამს, ცხოვრებას დაგინგრევს და დიდი ხნით ციხეში გაგიშვებს
— გინდა ზემოთ წადი და გინდა ქვემოთ – სამართალს ვერ იპოვი – ადვოკატი უკვე სასაცილოდაც არ ყოფნით
— ის გაზულუქებული 5% რომელიც 95%- ს ძარცვავს მშვიდობას გამადლის. სტაბილურობაა მთავარიო – ამითი აშტერებს ხალხს. არადა ის სიმშვიდე მას ჭირდება – ნეტარებაში და ფუფუნებაში საცხოვრებლად
— სხვათაშორის ყმები და მონებიც სტაბილურ გარემოში ცხოვრობდნენ.სტაბილურად ჭამდნენ ღორის სალაფავს და ნერწყვმორეული შეცქეროდნენ თავიანთი ბატონების “ მშვიდობიან “ ცხოვრებას
— უსამართლობაში, სიღარიბეში და უპერსპექტივობაში მშვიდობიანი ცხოვრების სახელი ბატონ-ყმობაა
— ვისაც ჩვენი არეული არ მოეწონება, იმათი დალაგებულ-გაზულუქებული ცხოვრების დედაც ვატირე
— დაიმახსოვრეთ – ჩაგრულ და გაღარიბებულ ხალხს დასაკარგი არაფერი აქვს – ბორკილების გარდა
— თუ ძირეულად ყველაფერი არ შეიცვალა, ძალიან ცოტა დროა დარჩენილი სულაძაღლებული ხრუშოვის ოცნების ასრულებამდე – “ საქართველო ქართველების გარეშე “
— “ ოხ, ღმერთო ჩემო!
სულ ძილი, ძილი,
როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება “
ილია ჭავჭავაძე”
კომენტარები