საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ქვეყანაში არსებულ ვითარებას ძალიან საგანგაშოს უწოდებს. იგი აცხადებს, რომ პარტნიორების მხრიდან ასეთი ასეთი იმედგაცრუება საქართველოს მიმართ არ ახსოვს.
მარგველაშილი აცხადებს, რომ პოლიტიკური სპექტრი უნდა გაერთიანდეს, საზოგადოებაც უნდა დადგეს ოპოზიციის გვერდით და ერთიანი ძალებით უნდა იზრუნონ, რათა ქვეყანაში მოხდეს რადიკალური ცვლილებები.
“ძალიან ნათელია ამ გზავნილების სიმძაფრე. ასეთი მძაფრი გზავნილები მე არ მახსოვს, არ მახსოვს მათ შორის იმიტომ, რომ როდესაც მოდიოდა კრიტიკა დასავლეთიდან ნებისმიერი ხელისუფლების დროს, იქ იყვნენ პოლიტიკოსები, რომლებსაც ესმოსათ რა სიმძიმის იყო გზავნილები პარტნიორებისგან. აუცილებელია კონსოლიდირება ყველა იმ ძალის, რომელთაც მიაჩნიათ, რომ საქართველოს მომავალი არ არის რუსეთში, არ არის ავტორიტარიზმში და არ არის წარსულში დაბრუნებაში, კონსოლიდირება ძალიან აქტიური მუშაობა და საქართველოს პროდასავლური არჩევანის გადარჩენაა აუცილებელი”
კომენტარები