პოლიტიკოსი, ირინა სარიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“რატომ გვიკვირს რომ თითქმის ყველა შემთხვევა კორონავირუსის იტალიაში ნამყოფებთანაა დაკავშირებული?
იტალია გახლავთ ის ქვეყანა, სადაც ჩვენი თანამემამულეთა დიდი ნაწილი მიემგზავრება არც თუ პრესტიჟული სამუშაოსთვის რათა საკუთარი ოჯახი გამოკვებოს!
რატომ ვეძახით ხამებს და ნაძირლებს იტალიაში იაფი ბილეთებით გამგზავრებულებს?!
ყველამ მშვენივრად იცის, რომ ეს იაფი ბილეთები ბევრად ადრე უნდა იყიდო, რამდენიმე თვით ადრე და ასეთი ბილეთი არც ბარდება და არც იცვლება!
რატომ ვეძახით იტალიაში გამგზავრებულ ხალხს სასეირნოდ წასულ ვიგინდარებს?!
არავინ სასეირნოდ იტალიაში, მით უმეტეს, ბევრი თვით ადრე ნაყიდი ბილეთით არ დადის! იქ სამუშაოდ მიდიან, და ამ მძიმე სამუშაოთი ნაშოვნ ფულს აქ აგზავნიან რომ შიმშილით არ დაიხოცოს აქ დარჩენილი მოსახლეობა!
არც ის დაგავიწყდეთ რომ ამ გზით დასაქმებისკენ თავად მარჩენალმა მოუწოდა ულუკმაპუროდ დარჩენილ სასოწარკვეთილ ხალხს!
და როცა ამ ყველაფერზე დაფიქრდებით საერთო კოვზით ზიარების უშიშრად მიმღებო საზოგადოებავ, იმაზეც იფიქრეთ რომ ნამდვილი მორწმუნე ასე არ ექცევა განსაცდელში ჩავარდნილ მოყვასს – არ იწყევლება, არ იმეტებს მათ ჩასაქოლად და ასეთი “მორწმუნესთვის” არც ღვინო და პური გარდაიქმნება ქრისტეს სისხლად და ხორცად და ის კოვზიც საშიშია!
კორონა ხვალ აღარ იქნება და ჩვენ დავრჩებით ჩვენი ადამიანობით თუ არაადამიანობით – ესეც გვახსოვდეს!”
კომენტარები