ნუგზარ წიკლაური სოციალურ ქსელში ზვიად გამსახურდიას ფოტოს აქვეყნებს და წერს:
,,ასეთი მწარე ფოტო არც მინახავს – აქ სულ რამდენიმე საათია გასული, რაც დატოვა საქართველო.
ვინ იცის, რას ფიქრობდა და როგორ იტანჯებოდა.
ცეცხლი ეკიდა მის ქვეყანას, ტანკები გუგუნებდნენ, ტყვიები ეძებდნენ ხალხს.
მალე დადგებოდა შობა და ის კი დევნილი უცხო ქვეყნის მიწაზე ეგებებოდა ქრისტეშობას.
ჯერ კიდევ შორს იყო ის დრო, როცა არ მოასვენებდა სამშობლოდან მომავალი ხმები და წამოვიდოდა თავისი ქვეყნისთვის უკანასკნელი სალმის სათქმელად და ბედისწერასთან შესახვედრად.
“მინევირ ჩივი – ჟამთა მოზარე
ერკინებოდა საწუთროს მუხთალს”.
კომენტარები