“ვიცე-მერობის კანდიდატის ასაკს რომ შევაჩვიოთ და დავაწყნაროთ ხალხი, ასეთი რაღაც მოვიფიქრე.” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ვახო სანაია.
“24 წლის ცოტნე კობერიძე თეა წულუკიანის ფილმში 16 წლის დავითის ტახტზე ასვლის სცენას ითამაშებს. მაყურებელი იმავე ფილმში, სხვა სცენაში, ცოტნეს თბილისის ამირას როლშიც იხილავს.” – წერს სანაია.
ცნობისთვის, გირჩი- მეტი თავისუფლების თბილისის ვიცე-მერობის შიდა პრაიმერისში გაიმარჯვა ცოტნე კობერიძემ.
იგი 24 წლის არის და სწორედ ასაკის გამო იწუნებს საზოგადოების გარკვეული ნაწილი ვიცე-მერობის კანდიდატად.
კომენტარები