გამომცემლობა კალმოსანის დამფუძნებელი, ხვიჩა ყალაბეგაშვილი, მერაბ დვალიშვილზე წერს:
ეს არის პირველი ქართველი სპორტსმენი, ვინც საკუთარი წარმატება ჰუმანურ აქტად აქცია და ამ დემონსტრაციით წარმატებული მოქალაქის ღირსების მაგალითი უჩვენა აქამდე არსებულ ყველა სპოტსმენს… ასეთი რამ არავის გაუკეთებია ჯერ სპორტიდან…
ცნობისთვის, UFC-ის ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა თქვა, რომ მილიონ ლარს, რომელსაც საქართველოს მთავრობა გადასცემს სრულად ქველმოქმედებისთვის გამოიყენებს და საქართველოში სპორტის განვითარებას მოახმარს.
„ამ თანხას სრულად გამოვიყენებ ჩემს ქველმოქმედებაში, რაც მქონდა საქართველოში MMA-ის განვითარებისთვის. მადლობა სახელმწიფოს და მაგ საჩუქარს გამოვიყენებ სრულად, რომ ქველმოქმედებას მოვახმარო MMA-ს და სპორტის განვითარებას საქართველოში, რომ UFC-ის მეტი ქამარი, სხვადასხვა პრიზები და წარმატებები გვქონდეს ამ სპორტში, ზოგადად ჭიდაობაში, ჯიუ-ჯიცუში და ა.შ.“, – თქვა დვალიშვილმა.
კომენტარები