• რეკლამა
  • კონტაქტი
04:54, ოთხშაბათი, 30 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ასეთი რამ წარსულში არასოდეს მომხდარა – მხოლოდ ერთი გამოსავალია”

ალია ავტორი - ალია
15:36 05-13-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე:

“დღეს პოლიტიკური პარტიები კიდევ ერთხელ დავადასტურებთ, რომ სწორედ ასე ვხედავთ 8 მარტის შეთანხმების შესრულებას – მის შესრულებას ორივე ნაწილში. ეს იქნება ნაბიჯი, რომელიც გახსნის სივრცეს ნორმალური პოლიტიკური კლიმატისა და პოლიტიკური ურთიერთობისთვის ამ ქვეყანაში.

ჩვენ ასევე ვიმსჯელებთ საარჩევნო მზადების საკითხებზე, გავაგრძელებთ საუბარს მაჟორიტარული კანდიდატების კოორდინირების თემაზე, რომელიც უკვე დაწყებულია. ძალიან ბევრი საკითხია, მაგრამ მთავარი საკითხი იქნება ის სრულიად ცალსახა მოლოდინი, რომელიც არსებობს ოპოზიციურ პარტიებში, რომ ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება და ეს შესრულება მოიცავს შეთანხმების ორივე ნაწილს.

ეს იქნება ის გზა, რომელიც აირჩია ხელისუფლებამ. ჩვენ ვხედავთ, რომ 8 მარტის შეთანხმებით მანიპულირებით ხელისუფლება მივიდა იმ ვითარებამდე, როდესაც ევროპარლამენტისა და ამერიკის კონგრესის წევრები ღიად იყენებენ ტერმინს “პოლიტიკური პატიმრები” და პირდაპირ ითხოვენ პოლიტიკური პატიმრების გამოშვებას. ასეთი რამ წარსულში არასდროს ყოფილა. მანიპულირებითა და ტყუილით ქართულმა ოცნებამ თავი შეიყვანა ჭაობში. ყველა ნაბიჯით ამ ჭაობში უფრო ღრმად იძირება. გამოსავალი არის მხოლოდ ერთი – შეთანხმების შესრულება მის ორივე ნაწილში, როგორც ამას ითხოვენ ჩვენი უცხოელი მეგობრები, როგორც ამას ითხოვს და ელოდება ქართული საზოგადოება.
როგორც კი დავინახავთ, რომ ხელისუფლებამ დაიწყო ნაბიჯების გადადგმა შეთანხმების ორივე ნაწილის შესასრულებლად, ჩვენ მზად ვიქნებით, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც არის ჩვენი ჩვენი ვალდებულება და, მათ შორის, მხარი დავუჭიროთ საარჩევნო პროპორციების ნაწილს. ოღონდ, გულისხმობს შეთანხმების შესრულებას ორივე ნაწილში. თუ ეს არ მოხდა, ამაზე პასუხისმგებელი იქნება ხელისუფლება”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის და Visa-ს შეთავაზებები თბილისის საცურაო აუზებზე
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის და Visa-ს შეთავაზებები თბილისის საცურაო აუზებზე

15:33 07-29-2025
საერთაშორისო AI ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრები თიბისის მხარდაჭერით გაემგზავრება
ახალი ამბები

საერთაშორისო AI ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრები თიბისის მხარდაჭერით გაემგზავრება

14:05 07-29-2025
თიბისი კონცეპტი და Visa თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მხარდამჭერები
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მხარდამჭერები

16:51 07-28-2025
სელფი  Airalo-ს ექსკლუზიური პარტნიორია საქართველოში
ახალი ამბები

სელფი  Airalo-ს ექსკლუზიური პარტნიორია საქართველოში

16:44 07-28-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved