სასაზღვრო ჯარების ყოფილი უფროსი, ზაზა გოგავა, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გნაცხადებას “ტვ პირველთან” ეხმაურება და ამბობს:
“ნატოს ალიანსის ძირითადი ფუნქცია – თავდაცვაა. რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართალს და მთელ სამყაროს ეუბნება, მე ჩემი წესებით მოვდივარ, ერთი სული აქვს რუსეთს, ნატომ დაარღვიოს და მთელ კაცობრიობას უთხრას, მე კი ვარღვევ, მაგრამ, მანაც დაარღვია. ბაიდენის გამოსვლაში მე ის დავინახე, რომ ისინი ისევ ერთგულნი არიან პრინციპების. თუ ისინი შეცვლიან ამ წესს და გადავლენ პუტინის თამაშზე, არ იქნება სწორი.
ასეთი თავისუფალი, ლაღი ბაიდენი ხშირად არ ახსოვს საზოგადოებას პრესკონფერენციაზე, მას რომ არ ქონდეს იმედი იმ ზეწოლისა, რომელსაც ახორციელებენ რუსეთზე, არ იქნება ასეთი იმედიანი. მან იცის რას ლაპარაკობს. ერთადერთი ქვეყანა იყო პარტნიორებიდან, რომელიც ნებისმიერ ინფორმაციას წამის სიზუსტით ამბობდა და ეს ინფორმაცია შემდეგ ზუსტდებოდა. რაც უთხრა პრესას – ერთია, რაც უთხრა პრეზიდენტ ზელენსკის… არ იტყოდა მაშინ, რომ პრეზიდენტ ზელენკს ელაპარაკა და არც იმას იტყოდა, რომ პუტინთან აღარ აპირებს კონტაქტს. ჩემი გადმოსახედიდან, ამერიკა შორს წავიდა და თქვა, რომ ჩვენ მას არ მოვეშვებით, ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს, პუტინი და ყველა მისი მხარდამჭერი ქვეყანა, ამ ბრძოლაში უნდა დამარცხდეს.”
კომენტარები