ქვეყანაში მძიმე ეპიდვითარება რჩება. ასეთი ცუდი და მძიმე ვითარება საქართველოს არ ჰქონია კორანავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
„როდესაც ვსაუბრობთ დელტა ვარიანტზე, ორი განსაკუთრებული თვისება უნდა აღვნიშნოთ, უფრო მეტი გადამდებობა და მძიმე მიმდინარეობა. ეს განაპირობებს სხვა მუტაციებთან შედარებით სტაციონარებში მიმართვიანობის მეტ სიხშირეს. დისტანცირება, ხელების ხშირად დაბანა, თავყრილობების კატეგორიული აკრძალვა. თუ ბევრი ადამიანი მივა ვაქცინაციის კაბინეტებში სექტემბერი გაცილებით ნაკლებად მძიმე იქნება. აგვისტოს ზეგავლენა მართლაც კატასტროფულია“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
კომენტარები