სააკაშვილის მხარდამჭერი, მაია ორჯონიკიძე:
,,ასეულობით ადამიანს აქვს მოსმენილი,როგორ ლანძღავდა წლების მანძილზე ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს და პირადად ჩემთვის მინიმუმ ათ ადამიანს აქვს მონაყოლი სხვადასხვა დროს,ვისთანაც მიშა გაულანძღავს და რად უნდა ამას რაიმე ჩანაწერი?
თუ ვინმემ ერთხელ ეს ჩაიწერა და ახლა გავრცელდა-არ ვიცი,არ მომისმენია და არც ვაპირებ იმის მოსმენას,რაც ისედაც ვიცოდი.
უბრალოდ ისინი-ვინც ამბობენ,რომ მელიას არასოდეს გაულანძღავს სააკაშვილი-არიან უნამუსო მატყუარები და საკუთარი ინტერესები ამოძრავებთ. ქვეყნის მაგივრად ამ საკუთარი ინტერესებისთვის ბრძოლამ კი სადამდეც მიიყვანა პრეზიდენტიც და ქვეყანაც,ყველანი კარგად ვხედავთ. მიშას სახელზე სპეკულირებით ძალიან ბევრი ამოძვრა წუმპედან,ცხოვრება აიწყო,ბიძინასთანაც საქმე დაალაგა,ქოცების დროს ბევრად უფრო გამდიდრდა ვიდრე მიშას დროს იყო და ცხოვრების ბოლომდე ჩვენს ხარჯზე თბილად მყოფნი-ჩვენივე თვალებში ნაცრის შეყრას ისევ ცდილობენ.
უკაცრავად,აღარ გამოგივათ-დამთავრდა კინო!”
კომენტარები