საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი განცხადებას ავრცელებს:
„საელჩოს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო გეგმავს 100 000 ლარის ოდენობის პერსონალური დამცავი აღჭურვილობის შეძენასა და ჯანდაცვის სამინისტროსთვის გადაცემას.
ჩვენ ვიპოვეთ ქართული კომპანია, რომელიც აწარმოებს ნივთებს, რომელიც ასე ძალიან სჭირდება სამინისტროს. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია, ვიყიდოთ ის, რაც ქართველებს სჭირდებათ, ქართველი მწარმოებლებისგან, ეს კი ორმაგად მომგებიანია.
ასევე ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს გამოუგზავნის 2000 ერთეული მაღალი ხარისხის სწრაფი ტესტის კომპლექტს, რომელსაც რამდენიმე საათში შეუძლია, ვირუსის დადგენა.
ამასთან, მისი თქმით, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრები, თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო და უოლტერ რიდის სახელობის სამხედრო კვლევითი ინსტიტუტი ახორციელებს მნიშვნელოვან სამუშაოს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან პარტნიორობით. როგორც კელი დეგნანი განმარტავს, მათი საქმიანობა ხელს უწყობს „კოვიდ-19“-ის სადიაგნოსტიკო ტესტირების შესაძლებლობის განვითარებას ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრში.
ელჩი დეგნანი სახლიდან ჩართვისას ყვება, როგორ ეხმარება შეერთებული შტატები საქართველოს COVID-19-ის მიმდინარე კრიზისთან ბრძოლაში. მან ისაუბრა ამერიკელი ხალხის 140 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარებაზე, რომელიც მიმართული იყო საქართველოსთვის უნარიანი, მტკიცე და პროფესიონალური ჯანდაცვის ეროვნული სისტემის შექმნისკენ. ასევე, ელჩმა აღნიშნა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) უახლესი დახმარება, 1.1 მილიონი დოლარი, რომელიც ჯანდაცვას მოხმარდება.
“ალია” – როგორც აღმოჩნდა, ამერიკა გვჩუქნის იმ ტესტებს, რომლებსაც უკვე კვირეებია ვისმენთ, რომ არ გვჭირდება. თუ არ გვჭირდება, რატომ გვჩუქნიან? თუ არ გვჭირდება, რად გვინდა? – გავყიდოთ!
ამერიკას უთხრა ვინმემ, რომ იმას გვჩუქნის, რაც არ გვჭირდება?
რა თქმა უნდა გვჭირდება – ცოტა ხნის წინ ქობულეთის კლასტერი მოქალაქეებს რომ დააბარალა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, სწრაფი ტესტები რომ გაეკეთებია თერმოსკრინინგის მაგიერ – ხალხის ბრალი აღარ იქნებოდა, აღარავისი ბრალი აღარ იქნებოდ.
კომენტარები