სახელმწიფო დეპარტამენტის სამსახური, ენტონი ბლინკენის განცხადებას აქვეყნებს:
“რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უსამართლო ომის დაწყების შემდეგ, გააჩაღა ულმობელი ძალადობა, სიკვდილის და ნგრევის. მთელ უკრაინაში. არაერთი სანდო წყაროს მიხედვით, იგი მიზანში იღებს მშვიდობიან მოსახლეობას.
რუსეთის ძალებმა გაანადგურეს საცხოვრებელი კორპუსები, სკოლები, საავადმყოფოები, ნფრასტრუქტურა, სამოქალაქო ავტომობილები, სავაჭრო ცენტრები და სასწრაფო დახმარების მანქანები, რის შედეგადაც ათასობით უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ან დაიჭრა.
ადგილი, სადაც რუსეთის ძალებმა იერიშები მიიტანეს, აშკარად იყო იდენტიფიცირებული, როგორც მშვიდობიანი მოსახლეობისთვის განკუთვნილი. ასეთია მარიუპოლის სამშობიარო საავადმყოფო, როგორც ეს, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა პირდაპირ აღნიშნა 11 მარტის ანგარიშში. ასევე მარიუპოლის თეატრი, ნათლად მონიშნული სიტყვა „дети“ – (ბავშვები)“ – უზარმაზარი ასოებით, ციდან ჩანს. პუტინის ძალებმა იგივე ტაქტიკა გამოიყენეს გროზნოში, ჩეჩნეთში, ალეპოში, სირიაში, რუსეთის ქმედებებმა უკრაინაში კიდევ ერთხელ ჩააგდო მსოფლიო შოკში, და, როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, „სისხლითა და ცრემლებით დაბანა უკრაინელი ხალხი“.
დაღუპული და დაჭრილი უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის რიცხვი, ქალებისა და ბავშვების ჩათვლით, იზრდება. 22 მარტის მდგომარეობით, ალყაში მოქცეული მარიუპოლის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მხოლოდ ამ ქალაქში 2400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
გასულ კვირას მე გამოვეხმაურე პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებას, რომელიც ეხებოდა ნგრევისა და ტანჯვის ამსახველ უთვალავ მასალასა და სურათებს, რომლებიც ჩვენ ყველამ ვნახეთ და რომელიც მოწმობს ომის დანაშაულებს, ჩადენილს პუტინის ძალების მიერ უკრაინაში. აღვნიშნე, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანმიმართული დამიზნება ომის დანაშაულია. სახელმწიფო დეპარტამენტი და აშშ-ის მთავრობის სხვა ექსპერტები ახდენენ ცნობებისა და ფაქტების დოკუმენტირებას და აფასებდნენ უკრაინაში შესაძლო ომის დანაშაულებებს.
დღეს უკვე შემიძლია განვაცხადო, რომ ამჟამად არსებული ინფორმაციის საფუძველზე, აშშ-ს მთავრობა ადასტურებს, რომ რუსეთის სამხედრო ძალებმა ჩაიდინეს სამხედრო დანაშაულები უკრაინაში.
ჩვენი შეფასება ეფუძნება საჯარო და დაზვერვის წყაროებს. ამ ტიპის დანაშაულებების განხილვაზე პასუხისმგებელი სასამართლო განსაზღვრავს კონკრეტულ შემთხვევებში სისხლის სამართლის დანაშაულს.
აშშ-ს მთავრობა გააგრძელებს ომის დანაშაულების შესახებ ანგარიშების მონიტორინფს და საჭიროების შემთხვევაში გაუზიარებს ინფორმაციას მოკავშირეებს, პარტნიორებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს. ჩვენ მზად ვართ მივყვეთ ანგარიშვალდებულების პრინციპის დაცვას ყველა ხელმისაწვდომი ინსტრუმენტის გამოყენებით, მათ შორის სისხლისსამართლებრივი დევნის ჩათვლით”
კომენტარები