“ალფა ნიუსის” ინფორმაციით, უკრაინაში აშშ-ის საელჩომ, ოფიციალური განცხადებით მოუწოდა ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა, მანამდე კი თავი აარიდონ თავშეყრის ადგილებსა და ხალხმრავალ ღონისძიებებს, უკრაინის დატოვების მსურველებმა კიევში აშშ-ის საელჩოს უნდა მიმართონ.
ეს აშშ-ის საელჩოს პირველი მსგავსი განცხადებაა მას შემდეგ, რაც დიპლომატთა კორპუსი უკრაინის დედაქალაქში დაბრუნდა და საელჩომ მუშაობა განაახლა.
კომენტარები