Reuters-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, აშშ-სა და ისრაელის თავდაცვის მინისტრები ხუთშაბათს განიხილავენ შესაძლო ერთობლივი სამხედრო ვარჯიშების საკითხს, რომელიც იქნება ირანზე თავდასხმისთვის მომზადება და ეს იქნება მზადება ყველაზე ცუდი სცენარისთვის, თუ დიპლომატია ვერ გაამართლებს. Reuters-ის თქმით, მათ ეს ინფორმაცია აშშ-ს ოფიციალურმა პირმა ანონიმურად მიაწოდა.
Reuters-თან ისრაელისა და აშშ-ს მხარეებმა კომენტარი არ გააკეთეს.
ხვალ კი, მოსკოვში იმართება 3+3 შეხვედრა, სადაც რუსეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან და თურქეთთან ერთად, ირანიც იღებს მონაწილეობას. 3+3 ფორმატში, მონაწილე მხარეები, მეექვსე წევრად საქათველოს მოიაზრებენ, თუმცა, საქართველოს მხარე აცხადებს, რომ ამ ფორმატში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.
კომენტარები