აშშ-ის სენატმა და თეთრმა სახლმა შეთანხმებას მიაღწიეს ეკონომიკის სტიმულირებისთვის 2 ტრილიონი დოლარის გამოყოფაზე. ამის შესახებ სენატში „რესპუბლიკელების“ ლიდერმა, მიტჩ მაკკონელმა განაცხადა.
„როგორც იქნა ჩვენ გვაქვს ორპარტიული შეთანხმება. ფინანსურ პაკეტს დღეს მივიღებთ“, – განაცხადა სენატის უმრავლესობის ლიდერმა.
აღნიშნული ფინანსური პაკეტი კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური შედეგების გადალახვისთვის საგადასახადო შეღავათებს და ოთხი თვის პერიოდით უმუშევრობის შეღავათების გაცემას ითვალისწინებს. ეკონომიკის სტიმულირების პროგრამის ფარგლებში 500 მილიარდი დოლარი კორპორატიული ლიკვიდურობის პროგრამისთვისაა გათვალისწინებული, 367 მილიარდი დოლარი – მცირე ბიზნესისთვის, 130 მილიარდი დოლარი – საავადმყოფოებისთვის და 150 მილიარდი დოლარი – შტატებისა და ადგილობრივი ხელისუფლებებისთვის.
ასევე გათვალისწინებულია 1200 დოლარის ოდენობის ჩეკის გაცემა აშშ-ის მოქალაქეებისათვის, რომელთა წლიური შემოსავალი 75000 დოლარს შეადგენს.
კომენტარები