დეპუტატი, სალომე სამადაშვილი:
ღარიბაშვილის ვიზიტზე მინდა ორი სიტყვა ვთქვა, სანამ თვეში 1500 ლარად დაქირავებული რუსი ექსპერტები პრეზიდენტ ბაიდენთან მის პროტოკოლურ ფოტოს აფრიალებენ, რომელსაც ტრადიციულად გაეროში ჩასულ ყველა ქვეყნის მეთაურთან იღებენ აშშ-ს პრეზიდენტები, ვისთანაც დიპლომატიური ურთიერთობები აქვთ.
არც ერთი ინტერვიუ რომელიმე საერთაშორისო გამოცემაში, არც ერთი სიტყვა საქართველოზე-არავის არც აინტერესებს, არც ახსოვს ეს ქვეყანა.შეხვედრები რამდენიმე ევროპელ ლიდერთან, რომლის შემდეგაც არც ერთი განცხადება არ მოგვისმენია მათგან, რომ მხარს დაუჭერენ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას საქართველოსთვის.აშშ-ღარიბაშვილს შეხვდნენ მხოლოდ მრჩევლების დონეზე-სახელმწიფო მდივნის თანაშემწეც კი არ შეხვედა მას.არც ერთი შეხვედრის შემდეგ არ გაუვრცელებელია ამერიკულ მხარეს რაიმე განცხადება, მათ შორის უსაფრთხოების საკითხებში ბაიდენის მრჩეველს, ხმა არ ამოუღია ღარიბაშვილთან შეხვედრაზე. კარგი სათქმელი როდესაც არა აქვთ, მეგობრები დუმილს არჩევენ.თუმცა ბიძინას კლოუნებამ გვითხრეს, რომ ფარცხალაძის სანქცირებასთან დაკავშირებით შეკითხვები ამერიკასთან ამოეწურათ, ორი დღის წინ მუშტებს იღერდნენ, წარმოადგინონ მტკიცებულებები, რატომ დასანქცირდაო.
გამეცინებოდა, სხვისი ქვეყანა რომ იყოს.
კომენტარები