The New York Times-ი აშშ-ის დაზვერვის სამსახურებთან დაკავშირებულ წყაროებზე დაყრდნობით, რომელთა ვინაობასაც გამოცემა არ ასახელებს, წერს, რომ კრემლის იდეოლოგიის მთავარი შემოქმედის, ულტრამემარჯვენე ფილოსოფოსის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილი, დარია დუგინა შესაძლოა, უკრაინის მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენლის თანხმობით მოკლეს.
უკრაინა უარყოფს რაიმე სახის მონაწილეობას მკვლელობაში, მაგრამ “ნიუ იორკ თაიმსის” მიხედვით, აშშ-ის დაზვერვამ გაიზიარა შეფასება, რომ უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებმა სავარაუდოდ, თავდასხმის უფლება მისცეს. ეს ნარატივი ეხმიანება და გარკვეულწილად იმეორებს რუსეთის მთავრობის პრეტენზიების უკრაინასთან აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.
გამოცემის წყაროებს არ უთქვამთ კონკრეტული გვარები, თუ ვინ შეიძლება იდგეს ამ საქმის უკან, ან იცოდა თუ არა აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით, CNN-მაც გამოაქვეყნა ინფორმაცია დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით იმის შესახებ, რომ შესაძლოა, თავდასხმა უკრაინის მთავრობის წარმომადგენლების მიერ ყოფილიყო ნებადართული.
კომენტარები