ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, საქართველოში აშშ–ის ელჩის, კელი დეგნანის სიტყვებს ეხმაურება და წერს:
ცნობისთვის, კელი დეგნანმა განაცხადა:
“ანუ, აშშ-ის ელჩმა ამით რა სიგნალი გაუგზავნა რადიკალურ ოპოზიციას? თუ აქციებით მიაღწევთ წარმატებას, თქვენთან ვიქნებით, რამეთუ გამარჯვებულთ არ ასამართლებენ, მაგრამ თუ ხელისუფლების დასამხობად ერთი ადგილი არ გაქვთ, შეეყარეთ უკან პარლამენტშიო.”
“მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოსახლეობას აქვს მშვიდობიანი პროტესტისა და საკუთარი აზრის მშვიდობიანი გზით გამოხატვის თავისუფლება და უფლება. მნიშვნელოვანია, რომ /პროტესტი, აზრის გამოხატვა/ იყოს მშვიდობიანი და ეს არის ქვეყანა, სადაც ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია. ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანი გზაა, მაგრამ სხვა გზებიც არსებობს ამის გასაკეთებლად, მათ შორის პარლამენტში მუშაობა, ადგილობრივ ხელისუფლებაში მუშაობა.ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციაა, რომ საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა გამოიყენონ პარლამენტი, რომელსაც ისინი ქმნიან ბოლო 30 წლის განმავლობაში, განსხვავებული მოსაზრებების შეჯერებისა და საქართველოს მოსახლეობისთვის ცხოვრების გაუმჯობესებისთვის. ეს არის ის, რასაც საქართველოს მოსახლეობა ელის. ისინი ელიან პოლიტიკური ლიდერების ერთობლივი მუშაობის შედეგებს გამოწვევების დასაძლევად და საქართველოს წინსვლისთვის. ჩვენ ხშირად არ გვინახავს საქართველოს პოლიტიკური ლიდერების ერთობლივი მუშაობა და ვიტყოდი, რომ ეს იმის გამო ხდება, რომ პარლამენტის შიგნით ვითარება რთული იყო და ამას ხშირად მივყავართ იქამდე, რომ ადამიანები ფიქრობენ, ერთადერთი ფორმა, რომლითაც მათ შეუძლია საკუთარი შეხედულებების გამოხატვა, არის მშვიდობიანი პროტესტი.”
კომენტარები