საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ჟურნალისტი, ბონდო მძინარაშვილი:
“ძალიან სერიოზულად:
ამერიკის შეერთებული შტატების გადასაწყვეტია, ვის შეუშვებს ქვეყანაში!
რა ჩვენი საქმეა?!
საქართველომ უნდა იზრუნოს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაზე!
ეს ჩვენი საქმეა!
ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს თავისი ინტერესები!
საქართველოს აქვს თავისი ინტერესები!
ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებზე!
სულ ეს არის!
როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის და ელჩის განცხადებებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ, ამით ნაწილობრივ ვთმობთ სუვერენიტეტს, ხოლო როდესაც მათ პოზიციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ამით სუვერენიტეტს ვკარგავთ!
ვინც და რამდენი მოსამართლეც ან/და სხვა არჩევითი თანამდებობის პირიც უნდა გააკრიტიკოს ან/და სანქცია დაუწესოს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა/ელჩმა, ყველა მათგანმა საქმიანობა უნდა განაგრძოს საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, – დაწესებული ვადით და გაწერილი ნორმებით!
გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!
გვფარავდეს ღმერთი!”
კომენტარები