დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი COVID 19-ის ახალი შტამი, რომელიც განსაკუთრებით სწრაფი გავრცელებით ხასიათდება, აშშ-ის ყველა შტატში გავრცელდა. ამის შესახებ CNN წერს. მედიკოსების პროგნოზით, ვირუსის მუტაციური სახეობა ქვეყანაში დაინფიცირების მაჩვენებელს კიდევ უფრო გაზრდის.
მინესოტის უნივერსიტეტის ინფექციური დაავადებების კვლევისა და პოლიტიკის ცენტრის დირექტორ მაიკლ ოსტერჰოლმის განცხადებით, ამ დროისთვის ამერიკაში B.1.1.7 კორონავირუსის შტამის 15 000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, ის გაცილებით უფრო მომაკვდინებელია. მისივე თქმით, იმის მიუხედავად, რომ დღეს შტატებში ვაქცინაცია სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, საზოგადოებამ სიფრთხილე მაინც უნდა გამოიჩინოს.
ოსტერჰოლმი ამბობს იმასაც, რომ ვაქცინა ვირუსის ახალი შტამების წინააღმდეგ საბრძოლველად საკმაოდ ეფექტიანია, თუმცა, მისივე თქმით, ცუდი ამბავი ის არის, რომ შეერთებულმა შტატებმა ვერ შეძლო ვაქცინის პრეპარატების იმდენად სწრაფად ადმინისტრირება, რომ COVID-19-ის მორიგი ტალღა თავიდან აიცილოს.
„აშშ მოსახლეობას, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით, თითქმის ხუთჯერ უფრო სწრაფად ცრის – ამ დროისთვის ზრდასრული მოსახლეობის 40%-მა ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა უკვე მიიღო, თუმცა დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებმა, რომლებსაც პრეპარატებზე შეზღუდული წვდომა აქვთ, შესაძლოა, ახალ მუტაციურ შტამს ვეღარ გაუძლონ“, – განაცხადა მაიკლ ოსტერჰოლმმა.
წყარო – bm.ge
კომენტარები