აშშ-ის სენატმა დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში წაყენებულ ორივე ბრალდებაში გაამართლა. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.
უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებაში პრეზიდენტის უდანაშაულოდ ცნობას 52-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი 48 იყო, რაც შეეხება კონგრესისთვის მუშაობაში ხელის შეშლის ბრალდებას, ტრამპის სასარგებლოდ ხმა 53-მა კანონმდებელმა მისცა, წინააღმდეგი კი – 47 იყო.
კომენტარები