aშშ-ის სენატში ინიცირებულია შავი ზღვის რეგიონის პრიორიტეტად გამოცხადების ორპარტიული კანონპროექტი, რომლის ინიციატორები არიან სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატი ჯინ შაჰინი და რესპუბლიკელი სენატორი მიტ რომნი
„რადგან პუტინი აგრძელებს ომს უკრაინაში, შეერთებული შტატები მზად უნდა იყოს იმ გამოწვევების გადასაჭრელად, რაც მან შექმნა უახლოეს მომავალში და გრძელვადიან პერსპექტივაში ევროპისა და შეერთებული შტატების უსაფრთხოებისთვის. ეს არის ზუსტად ის, რასაც ჩვენი კანონმდებლობა ცდილობს კრიტიკული გეოპოლიტიკური რეგიონის: შავი ზღვის გადახედვით.
პუტინმა 2008 წელს საქართველოში შეჭრით, 2014 წელს ყირიმის ანექსიით და წელს უკრაინაში შეჭრით, უკვე აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონს მაღალ სტრატეგიულ ღირებულებას ანიჭებს.
შავ ზღვაზე წვდომის კონტროლი ფუნდამენტურია მისი ბოდვითი ოცნების, რუსეთის იმპერიის აშენებაზე და შეერთებული შტატები არ დაუშვებს ამას. ჩვენ უკვე ვხედავთ ამ მიმართულებით პუტინის ქმედების შედეგებს უკრაინის საკვანძო პორტების დაბლოკვით, რამაც გამოიწვია გლობალური სასურსათო კრიზისი. უკრაინის მიმართ მისი ომი დღეს გლობალურ შედეგებს მოიმკის, რის გამოც სტრატეგიული ქმედება გადამწყვეტია ამ ძალისხმევის ჩაშლაში.
ჩვენი ორპარტიული კანონმდებლობა მოუწოდებს ბაიდენის ადმინისტრაციას, გახდეს აშშ-ის პოლიტიკა რეგიონში პრიორიტეტულად უწყებათაშორისი ანგარიშის შემუშავებით, რასაც მოჰყვება ეკონომიკური კავშირების გაღრმავების სტრატეგია, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და სამხედრო დახმარებისა და კოორდინაციის გაძლიერების მიზნით აშშ-ს, ნატოსა და შავი ზღვის პარტნიორებს შორის.” აცხადებს სენატორი შაჰინი.
განცხადება სენატში ინიცირებულ ორპარტიულ კანონპროექტთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
.უწყება წერს, რომ საკანონმდებლო აქტი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის მზარდ ინტერესსა და მტკიცე მხარდაჭერას რეგიონისა და საქართველოს მიმართ.
კომენტარები