Deutche Welle იუწყება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ ერთსქესიანთა დაცვის შესახებ ინიციატივას მხარი დაუჭირა.
თუ რა ბედი ეწევა ამ კანონს სენატში უცნობია. მანამდე კი ერთსქესიანთა ქორწინებას აშშ-ის უმაღლესმა სასამართლომაც დაუჭირა მხარი.
„ქორწინების პატივისცემის აქტს“ – 267 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო 157-მა წინააღმდეგ მისცა ხმა. კანონპროექტი ავალდებულებს აშშ-ის ყველა შტატს, რომ მან ერთსქესიანთა ქორწინება აღიარონ. მან 1996 წელს მიღებული ფედერალური კანონი უნდა შეცვალოს, რომლის მიხედვით „ქორწინება არის კავშირი ერთ კაცსა და ერთ ქალს შორის“.
ამასთანავე, სენატში ამ კანონის მიღება გარანტირებული არ არის. კონგრესის ზედა პალატაში დემოკრატებს 100 ადგილი აქვთ და კანონის დასამტკიცებლად „რესპუბლიკელების“ 10 ხმა დასჭირდებათ.
აბორტების აკრძალვის და დაშვების საკითხი, ასევე ლგბტ და სხვა უმცირესობების უფლებების დაცვის თემა აშშ-ში ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტუალური გახდა. ბევრი კონგრესმენი და სენატორი ამ თემებზე საარჩევნო კამპანიას აგებს.
კომენტარები