რუსულმა სამხედრო ძალებმა, შესაძლოა, უკრაინის დედაქალაქი, კიევი რამდენიმე დღეში აიღონ. ინფორმაციას Newsweek აშშ-ს სამ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ანონიმური წყაროები გამოცემასთან ყვებიან, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიზანი უკრაინული ძალების ალყაში მოქცევა ან მათი დანებების იძულებაა. ისინი ელიან, რომ კიევი 96 საათში დაეცემა, ამის შემდეგ უკრაინის მთავრობა კი ერთ კვირაში დაემხობა.
ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ უკრაინაზე თავდასხმა ფართომასშტაბიანი შეჭრის საწყისი ფაზაა.
“მას შემდეგ, რაც საჰაერო და საარტილერიო შეტევა დასრულდება და ხმელეთზე ბრძოლა რეალური ბრძოლა დაიწყება, ვფიქრობ, კიევი რამდენიმე დღეში დაეცემა. არმიამ შესაძლოა ცოტა დიდ ხანს გაძლოს, თუმცა ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება”,-თქვა აშშ-ს სადაზვერვო სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა.
კომენტარები