დონალდ ტრამპის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ავიაიერიშის შედეგად, არაბეთის ნახევარკუნძულზე ალ-ქაიდას ლიდერის, ქასიმ ალ-რაიმის ლიკვიდაცია განახორციელა. იერიში ჯიჰადისტების ლიდერზე იემენში განხორციელდა.
იემენის ადგილობრივი მედიის ცნობით, ავიაიერიში მარიბის პროვინციაში 25 იანვარს განხორციელდა.
როგორც გამოცემა „ვოლ სტრიტ ჯორნალი“ წერს, დრონით თავდასხმა აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს არ განუხორციელებიათ, ის სავარაუდოდ დაზვერვის ცენტრალურმა სააგენტომ დაგეგმა. თუმც,ა ამის შესახებ სააგენტოში კომენტარს არ აკეთებენ.
ქასიმ ალ-რაიმი დაჯგუფების ამ შტოს 2015 წლიდან ხელმძღვანელობდა. მასზე ინფორმაციის სანაცვლოდ სახელმწიფო დეპარტამენტს 10 მილიონი დოლარის ოდენობით ჯილდო ჰქონდა დაწესებული.
კომენტარები