რუსული ბანკი Юнистрим, რომელიც აქტიურად გამოიყენებოდა რუსეთიდან საქართველოში ფულის გადმოსარიცხად, ამერიკული სანქციების ქვეშ მოექცა. სანქციების გამო ახლა Юнистрим-ის გამოყენებით საქართველოში თანხის გამოგზავნა შეუძლებელია.
როგორც გამოცემა Ekhokavkaza ერთ-ერთ Telegram არხზე დაყრდნობით წერს, Юнистрим-ის გამოყენება შეზღუდა ყველა ქართულმა ბანკმა. მათივე ცნობით, 2022 წლის მონაცემებით ამ პლატფორმის გამოყენებით რუსეთიდან საქართველოში 111 მილიონი დოლარი იყო გადმორიცხული.
აღსანიშნავია, რომ Юнистрим-თან ერთად ამერიკული სანქციები შეეხო შემდეგ კომპანიებს: Tinkoff Bank, Loko-Bank და Solidarity Bank-ს. Tinkoff Bank-მა საქართველოში უცხოური ვალუტის გადმორიცხვა ჯერ კიდევ მარტის თვეში შეაჩერა.
კომენტარები