პოეტი, “ლელოს” წევრი, ნიკა ჩერქეზიშვილი, გროტესკულ წერილს წერს:
“მეგობრებო,
სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-მ, ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა და იაპონიამ ერთობლივ შეხვედრაზე განიხილეს მსოფლიოს წინაშე მდგარი ეკომონიკური გამოწვევები და მიიღეს გადაწყვეტილება, მოსალოდნელი საფრთხეების გასანეიტრალებლად, საქართველოს ხელისუფლებას, კერძოდ, ირაკლი ღარიბაშვილს სთხოვონ დახმარება.
როგორც იცით, საქართველომ უპეცენდენტო ეკონომიკური ზრდა აჩვენა იანვარის თვეში (რასაც თითოეული ჩვენგანი ვგრძნობთ საკუთარ ჯიბეზე) და მსოფლიო ლიდერებს აქვთ თხოვნა, ეს გამოცდილება გავუზიაროთ მათ ეკონომიკებს.
მოკლედ, ჩვენი მთავრობის ეკომონიკური გუნდი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით შეიმუშავებს მსოფლიოს ეკონომიკური გადარჩენის გეგმას. ერთადერთი პრობლემაა…
როგორც იცით, დღეის მდგომარეობით, ძალიან არის გაზრდილი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ავტორიტეტი, მას კი, როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა დღევანდელ პრესკონფერენციაზე, მართავენ ნაცები. აკო მინაშვილის გარეშე ნაბიჯს ვერ დგამს.
არსებობს გონივრული ეჭვი და საფუძვლიანი შიში, რომ აკო დააბლოკინებს ზელენსკის ამ პროექტს. სავარაუდოდ, ზელენსკი დღეს საღამოსვე გაილაშქრებს ჩვენი მთავრობის წინააღმდეგ და ეცდება, მსოფლიო ლიდერების თვალში ირაკლი ღარიბაშვილის დისკრედიტაციას.
ყველას გვახსოვს, რამდენიმე დღის წინ, ეკა ხერხეულიძის ზარის და მისგან მიღებული დირექტივის შემდეგ, როგორ გაიწვია ზელენსკიმ ელჩი საქართველოდან.
მე პირადად იმედს გამოვთქვამ, რომ ამჯერად ნაცებს არაფერი გამოუვათ და რომან გოცირიძის და პეტრე ცისკარიშვილის ხუშტურები არ გადაწყვეტს მსოფლიოში მილიონობით ადამიანის ბედს.
სრული მხარდაჭერა ირაკლის. დღეს ყველანი ღარიბაშვილები ვართ.”
შეგახსენებთ, დღეს პრემიერმა განაცხადა:
“იანვარი ჩვენ ძალიან აქტიურად, ძალიან ძლიერად დავიწყეთ, ეკონომიკური ზრდა გვაქვს 18 %-იანი, რაც უპრეცედენტოა მთელ რეგიონში და ევროპაშიც, შეიძლება ითქვას.”
კომენტარები