ფოტო – CBS News
europetime-ი CBS News-ზე დაყრდნობით, წერს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რუმინეთში, 101-ე საჰაერო სადესანტო-დივიზია „Screaming Eagles“ ევროპაში, ბოლო 78 წლის განმავლობაში პირველად განალაგა.
Screaming Eagles არის ერთ-ერთი ყველაზე ელიტური დანაყოფი აშშ-ში, რომელიც ნებისმიერ ბრძოლის ველზე მოქმედებისთვისაა გაწვრთნილი.
“4700 მედესანტე, მძიმე ტექნიკასთან ერთად, რუმინეთის საჰაერო ბაზაზე, უკრაინის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრშია განთავსებული“, – იუწყება სააგენტო.
აშშ-ის არმიის 101-ე დივიზია, მეორე მსოფლიო ომის დროს ევროპაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში აქტიურად მონაწილეობდა, მათ შორის 1944 წელს ნორმანდიაში მოკავშირეთა დესანტის გადმოსხმის სამხედრო ოპერაციაში.
კომენტარები