ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის 350-მილიონ დოლარიანი დახმარება დაამტკიცა, – ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
ბლინკენის ინფორმაციით, პრეზიდენტის დახმარება მოიცავს
“პრეზიდენტის დახმარება მოიცავს მეტ საბრძოლო მასალას ამერიკული ჰაიმარსისა
და ჰაუბიცისთვის, რომელსაც უკრაინა იყენებს საკუთარი თავის დასაცავად, ასევე საბრძოლო მასალა “ბრედლის” ტიპის ქვეითთან საბრძოლო მანქანებისთვის, HARM-ის რაკეტებს, ტანკ-საწინააღმდეგო იარაღებს, ნავებს და სხვა შეიარაღებებს”, – ამბობს ბლინკელნი.
მისივე თქმით, შეიარაღება პირდაპირ ამერიკის სამხედრო მარაგიდან არის გამოყოფილი და იგი უკრაინაში დროულად ჩავა.
ბლინკენის კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ამერიკა უკრაინის გვერდით იდგება, იმდენი ხანი, რამდენიც ეს საჭირო იქნება.
კომენტარები