ამერიკის საელჩო საქართველოში ავრცელებს აშშ.ს ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას:
“მოგესალმებით ვაშინგტონიდან. აქ მაღალი რანგის ლიდერებთან შეხვედრები მაქვს მისიის ხელმძღვანელთა ყოველწლიურ კონფერენციაზე, რომელიც მთელი მსოფლიოდან თავს უყრის აშშ-ის ელჩებს (მათ შორის, ნაცნობ სახეებსაც შეამჩნევდით).
ვაშინგტონში, ისევე, როგორც თბილისში ნათელია, რომ შეერთებული შტატები მზადაა, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის აშკარა სურვილს და ხელი შეუწყოს რეფორმების განხორციელებას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.”
კომენტარები