შეაჩერე კორუფციას თანადამფუძნებელი, ქეთევან ენუქიძე:
“არაფერი მოუტანიათ, არაფერი შეუქმნიათ ქოცბიჭუნებს ამ ქვეყნისთვის…
ბიძინამ ქე მაინც ეკლესიები ააშენა – მე თავი დამანებეთ, იქ ილოცეთ ჩემი სულისთვისო…
თუ რაც აქვს…
სამაგიეროდ, ეხლა ისეთებს ამბობენ, წლების განმავლობაში ნაგროვებ და ნაკოწიწებ კავშირებს ფხრეწენ და ანიავებენ…
აუწონავი შრომა რომ უდევს საფუძვლად, ისეთ კავშირებს…
მხოლოდ იმიტომ, რომ მათ უბადრუკ გვამებს შეეხო საქმე…
მე არ მომეწონა ეს სანქციები, რადგან ქვეყნის რეპუტაციასაც ეხება…
არც იმათი ჭყლოპინის თავი და ბოლო მესმის, ვინც ფიქრობს, რომ ამით ეს ბიდლო არჩევნებში დამარცხდება…
დასანქცირებული ხელისუფლება ძალიან დიდი სირცხვილი რომ არის ქვეყნისთვის, ამას ვაცნობიერებ, სამაგიეროდ…
მე ასე მესმის და ჩემზე გონიერთ უკეთ მოეხსენებათ – რა უნდა უხაროდეთ და რისთვის…
ისე, აშშ რომ არა, როგორც ერთი ჩემი მეგობარი ამბობს, 2008 წელს ბუჩა და მარიუპოლი რომ იქნებოდა საქართველოში, ამასაც თუ გაიაზრებენ და საკუთარ ფარას ქვეყნის ფარისგან გამიჯნავდნენ, ურიგო არ იქნებოდა…
აშშ-ს ხსენებამდე ქლორი გადაივლეთ!
საჯინიბოს სუნი ჯერ კიდევ მოგყვებათ, ოხრებო…
მამა-პაპა ვინ გყავდათ, მაგას რომ მნიშვნელობა ჰქონდეს, ოქროს კოვზებით დაიბადებოდით ცხვირ-ხახის ზონაში…”
კომენტარები