უზენაესმა სასამართლომ, 6 მომხრე – 3 წინააღმდეგი, Roe Vs Wade-ის ისტორიული გადაწყვეტილება გააუქმა, რომლის მიხედვითაც ამერიკის შეერთებული შტატებში აბორტზე ხელმისაწვდომობა ნაყოფის დამოუკიდებელ სიცოცხლისუნარიანობამდე კონსტიტუციური უფლება იყო. შესაბამისად, ყველა შტატი ვალდებული იყო, რომ აბორტი ლეგალურად ეღიარებინა.
მიღებული გადაწყვეტილებით, უკვე თითოეულ შტატს აქვს შესაძლებლობა გადაწყვიტოს, თუ რა შეზღუდვებს დააწესებს აბორტის პროცედურასთან დაკავშირებით.
უმრავლესობის დასკვნა მოსამართლე სამუელ ელიოტმა დაწერა. მან Roe v Wade-ისა და Planned Parenthood v Casey-ის გათვალისწინებით აღნიშნა, რომ დროა უზენაესმა სასამართლომ კონსტიტუცია გაითვალისწინოს და აბორტის საკითხის გადაწყვეტა ხალხის არჩეულ წარმომადგენლებს დაუბრუნდეს.
მოსალოდნელია, რომ კონსერვატიული შტატები აბორტზე დამატებით შეზღუდვებს დააწესებენ. ცამეტმა შტატმა ეგრეთ წოდებული ტრიგერების კანონი უკვე მიიღო, რომელიც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ავტომატურად აკრძალავს აბორტს.
ტაბულა.
კომენტარები