აშშ-ში 6 თვიდან 5 წლამდე ბავშვების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა დაიწყო. ამის შესახებ CNN-ი წერს.
ტელეარხის ცნობით, ქვეყანაში 17 მილიონამდე ბავშვია, ვინც ვაქცინის მიღებას შეძლებს. მათი მშობლები არჩევანის გაკეთებას BioNTech/Pfizer-ისა და Moderna-ს შორის შეძლებენ. გასულ კვირას რეკომენდაცია ამ ასაკობრივი ჯგუფის ბავშვების აცრის შესახებ აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) გასცა. გადაწყვეტილება ძალაში მას შემდეგ შევიდა, რაც მას მხარი აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დაამტკიცა.
ამასთან, ექსპერტები თანხმდებიან, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფში ბავშვების აცრის საკითხი მშობლების გადასაწყვეტია.
იმედი ნიუსი,
კომენტარები