რესპუბლიკელმა კანდიდატმა, რომელის ოქტომბერში კორონავირუსით გარდაიცვალა, ჩრდილოეთ დაკოტას შტატის წარმომადგენელთა პალატაში ადგილი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მერვე ოლქიდან საკანონმდებლო ასამბლეაში ორი რესპუბლიკელი შევიდა – გარდაცვლილი დევიდ ადალი და მისი თანაპარტიელი დეივ ნერინგი.
აშშ-ში 3 ნოემბერს საყოველთაო არჩევნები გაიმართა. მოქალაქეები ქვეყნის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს, წარმომაგენელთა პალატის 435 წევრს, 35 სენატორს, 11 შტატის და ორი ტერიტორიის გუბერნატორებს, ასევე რამდენიმე შტატში ადგილობრივ საკანონმდებლო საკრებულოს ირჩევს.
კომენტარები